fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

შავი ნადები ბავშვის კბილებზე

შავი ნადები ბავშვის კბილებზე-მშობელი

თუ თქვენი ბავშვის კბილები დაფარულია შავი ნადებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს. კბილის მინანქრის გამუქება შეიძლება იყოს უმნიშვნელო დეფექტის ან სერიოზული პათოლოგიის ნიშანი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას.

საიდან წარმოიქმნება ეს ნადები?

ის შეიძლება გაჩნდეს სარძევე კბილებზე თანდათანობით ან მოულოდნელად. ეს შეიძლება იყოს პატარა ზომის ლაქები, ან სქელი ფენა, რომელიც მთლიანად ფარავს კბილს, ზოლები კბილებს შორის ან ღრძილებთან.

მკურნალობის დაწყებამდე სტომატოლოგი ამოწმებს პირის ღრუს, აგროვებს ანამნეზს და ცდილობს დაადგინოს გამომწვევი მიზეზი, რომელიც შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჰელმინთოზი, დისბაქტერიოზი, იმუნიტეტის დარღვევა, კბილის ქვები, კარიესი, ემალის მინერალების დეფიციტი, მინანქრის ჰიპოპლაზია, თანკბილვის დარღვევა, საკვებში შემავალი საღებავების ეფექტი, ბავშვის საშვილოსნოსშიდა განვითარების დარღვევა ან გენეტიკური მიდრეკილება.

როგორ მოვიშოროთ ის?

დამოუკიდებლად და სახლის პირობებში ამის მოშორება შეუძლებელია. კბილების ფერის აღსადგენად აუცილებელია პათოლოგიის ზუსტი მიზეზის დადგენა.

თუ კბილების გაშავება არ არის დაკავშირებული სტომატოლოგიურ დაავადებებთან, მაშინ მკურნალობა ტარდება კომპლექსურად. მინანქრის გასაწმენდად ყველა მანიპულაციას სტომატოლოგი ასრულებს, ძირითად დაავადებას კი სხვა სპეციალისტი მკურნალობს.

თუ მიზეზი უცნობია ან დაავადება ქრონიკულია, ბავშვის კბილები შეიძლება პერიოდულად კვლავ გაშავდეს.

თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის პროცედურებს კბილების შავი ნადების გაწმენდისა და მათი შემდგომი გამაგრებისთვის. ყველა მანიპულაცია ხორციელდება ანესთეზიის გამოყენებით და არ იწვევს ტკივილს ბავშვებში.

პრევენციული პროცედურებია: კბილების პროფესიონალური წმენდა, მინანქრის რემინერალიზაცია, კბილების ფტორირება. სტომატოლოგი კონსულტაციას უწევს მშობლებსა და ბავშვს პირის ღრუს სათანადო ჰიგიენის, კბილის მოვლის საშუალებების არჩევის შესახებ. ექიმის რჩევაა, ყოველ 4-6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი, პირის ღრუს სანიტარული და კბილების პროფესიონალური წმენდა, მულტივიტამინების და მინერალების მიღება იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ნუ უგულებელყოფთ სტომატოლოგის დახმარებას. კბილების ნებისმიერი პირველი პათოლოგია არ ქრება უკვალოდ და მომავალში შესაძლოა გავლენა იქონიოს სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაზე.

სათანადო სტომატოლოგიური მოვლა და დროული ჩარევა დაეხმარება თქვენს შვილებს შავი ნადების მოშორებაში და ლამაზი ღიმილის შენარჩუნებაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *