fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ცურვა ბავშვებისთვის – სარგებელი და უკუჩვენებები

ცურვა ბავშვებისთვის - სარგებელი და უკუჩვენებები-მშობელი

ცურვა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ადრეული სპორტია, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი უკუჩვენება გააჩნია. ცურვაზე შეგიძლიათ ბავში ატაროთ 3 წლის ასაკიდან, ან სპორტულ, ან გასართობ ჯგუფში.

რა სარგებელი მოაქვს ცურვას ბავშვებისთვის?

  • ამაღლებს იმუნიტეტს;
  • ავარჯიშებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს;
  • ამაგრებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას;
  • აყალიბებს სწორ პოზას;
  • ავითარებს ძალას, გამძლეობას და კოორდინაციას;
  • ამცირებს აღგზნებადობას და სტრესს;
  • ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს;
  • ამაღლებს განწყობას;
  • კოგნიტურ ფუნქციებს აუმჯობესებს – წყალში ადრეული ვარჯიში ასტიმულირებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კოგნიტურ ფუნქციებზე (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, სწავლა, გადაწყვეტილებების მიღება და ენობრივი შესაძლებლობები). კვლევის შედეგების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც იწყებენ ცურვას აუზში სამიდან ხუთ წლამდე, მნიშვნელოვნად უსწრებენ თანატოლებს კითხვაში, წიგნიერებასა და მათემატიკაში;
  • წყალში უბედური შემთხვევების რისკს ამცირებს – აუზში ვარჯიშით ბავშვი სწავლობს  ექსტრემალურ სიტუაციებში სწორად მოქცევას, რადგან უბედური შემთხვევების ყველაზე გავრცელებული მიზეზი პანიკაა;
  • დამოუკიდებლობასა და მიზანდასახულობას განავითარებს – ცურვა ბავშვებს გაბედულებს, მიზანდასახულებს და დამოუკიდებლებს ხდის. ეს თვისებები მათ საშუალებას აძლევს, მომავალში მიაღწიონ დიდ წარმატებას და ეს ეხება არა მხოლოდ სპორტს, არამედ მათ კარიერას და პირად ცხოვრებას.
  • სტატისტიკის მიხედვით, მოცურავეები ყველაზე ხშირად წარმატებული ბიზნესმენები და მეცნიერები ხდებიან.

მაგრამ ცურვას, როგორც სპორტის სხვა სახეობებს, აქვს მთელი რიგი უკუჩვენებები, როგორიცაა:

  • კანის დაავადებები – დერმატიტი, მუნი, ეგზემა, ფსორიაზი;
  • ხერხემლის დაავადებები – ძირითადად ტრავმები, მაგრამ არა ხერხემლის გამრუდება (ამ შემთხვევაში – პირიქით);
  • გულის დაავადებები – თანდაყოლილი და შეძენილი;
  • ვირუსული დაავადებები – ქრონიკული და მწვავე;
  • ნერვული სისტემის დარღვევები – ეპილეფსია და კრუნჩხვითი სინდრომები.
  • წყლის პანიკური შიში – თუ თქვენს პატარას პანიკურად ეშინია წყლის, არ არის საჭირო მისი იძულება, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს და მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებს მას.

გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები და ხელი შეუწყვეთ ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდებაში ადრეული ასაკიდან!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *