fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ცურვის სახეობები

ცურვის სახეობები-მშობელი

სპორტული ცურვა რამდენიმე დისციპლინას აერთიანებს. თავდაპირველად ბავშვები ვარჯიშობენს ზოგად ცურვაში, მოგვიანებით კი შემდგომი განვითარებისთვის კონკრეტული მიმართულებას ირჩევენ.

ცურვის სექციებში შედის შემდეგ დისციპლინები:

  • კროლი – ეს არის ცურვის ყველაზე სწრაფი სახეობა. მას თავისუფალ სტილსაც უწოდებენ. კროლისთვის საჭიროა ისეთი მონაცემები, როგორიცაა გამძლეობა, ფიზიკური ძალა და სწარფი რეაქცია;
  • ბრასი –  ყველაზე ჩუმი სტილია, რომელიც გამოიყენებოდა საომარი მოქმედებების დროს. ბრასისტებს აქვთ ძლიერად განვითარებული ზედა კიდურის სარტყელი, რადგან ხელები ამ დისციპლინაში წყალში გადაადგილების მთავარი საშუალებაა. ბრასის მთავარ სირთულედ ითვლება სუნთქვის კონტროლი, რადგან წყალზე აწეული თავით ცურვა არ შეიძლება;
  • ბატერფლაი (პეპელა) – ეს დისციპლინა ხასიათდება მაღალი სიჩქარით და სერიოზული ფიზიკური დატვირთვით. ამ დისციპლინაში ძირითადად კავდებიან ბიჭები კარგი ფიზიკური მახასიათებლებით;
  • სინქრონული ცურვა – მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა სახეობებისგან,  რადგან ეს არის ცეკვა წყალში, რომელიც მოითხოვს სერიოზულ გამძლეობას და ამტანობას სპორტსმენებისგან. ეს დისციპლინა ითვლება ქალთა სპორტად. გოგონებს უნდა ჰქონდეთ რიტმისა და მოქნილობის გრძნობა. აქ ხშირად მოდიან გოგონები ტანვარჯიშის განყოფილებიდან.
  • არის ცურვის სხვა სახეობებიც, როგორიცაა ბაყაყური, ქართული სტილი, ძაღლური. ისინი არ შედის საკონკურსო პროგრამაში და ითვლება სამოყვარულოდ.

ზოგადი ცურვის დაუფლების შემდეგ სპეციალისტების მიერ ხდება ბავშვებისთვის კონკრეტული სახეობების შეთავაზება ბავშვის მონაცემების გათვალისწინებით.

მიეცით თქვენს შვილებს თავისუფლება, შეაყვარეთ წყალი პატარაობიდანვე, თუ მას ამის სურვილი და ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს.

იყავით ჯანმრთელი!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *