ძილის რეჟიმი

ძილის სწორი განრიგი ხელს უწყობს თქვენი ბავშვის გონებრივი და ფიზიკური ძალების აღდგენას, რომელიც დაიხარჯა მისი დღის აქტიურ ნაწილზე. არა მხოლოდ მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, არამედ მისი ფიზიკური ჯანმრთელობაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის ორგანიზებული ბავშვის ძილი. ჯანსაღი ძილი ნიშნავს ძლიერ იმუნიტეტს.
ახლა მივყვეთ რიგითობას:
- სკოლამდელი ასაკის ბავშვების ძილის ხანგრძლივობა: 5-6 წელი – 12 საათი, 7 წელი – 10-11 საათი. მაგრამ ბევრი რამ ინდივიდუალურია – ტემპერამენტიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, ძილის დრო შეიძლება გაიზარდოს;
- დილის გაღვიძება უმჯობესია 7:00-8:00 საათზე. ეს დამოკიდებულია ბიორიტმებზე და ოჯახის ჩვევებზე, მაგრამ მოგვიანებით გაღვიძება მაინც არარეკომენდირებულია;
- 5-6 წლის ბავშვებში დღის ძილი უნდა გრძელდებოდეს 1-1,5 საათი. თუმცა 7 წლის ასაკში ბავშვმა შეიძლება უარი თქვას ძილზე, მაგრამ აქტიურ ბავშვებს მაინც სჭირდებათ შუადღის ძილი მინიმუმ 1 საათის განმავლობაში;
- საღამოს ძილის დრო დამოკიდებულია დამატებითი ფიზიკური ან ემოციური სტრესის არსებობაზე. 5-6 წლის ბავშვები დასაძინებლად უნდა წვებობდნენ 20:30 – 21:00 საათის შუალედში. 7 წლის ასაკში დასაშვებია, რომ დაძინების დრო გადაიტანოთ ნახევარი საათით გვიან, მაგრამ არა მეტი დროით.
საღამოს დრო საუკეთესოა მშობლებთან კომუნიკაციისთვის. მისი მოთხოვნილება, მეტი დრო გაატაროს დედ-მამასთან, ძალიან დიდია. დააინტერესეთ ბავშვი სხვადასხვა სახალისო ისტორიებით, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მათზე და ეს დარჩება, როგორც ქცევის წესები გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
ძილის წინ თამაშები უნდა იყოს მშვიდი, არააღგზნებადი, რათა ბავშვმა მშვიდად დაიძინოს.
სწორი ძილი ხელს უწყობს თქვენი ბავშვის გონებრივი და ფიზიკური ძალების აღდგენას. ეს კი მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე აისახება.