ძიძა – გუვერნანტი – სკოლამდელი და სკოლის მოსწავლეებისთვის

ძიძა-გუვერნატები არიან ფართო სპექტრის სპეციალისტი-მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ უცხო ენებს და მინიმუმ სასკოლო სასწავლო გეგმის საბაზისო ცოდნას, აქვთ უმაღლესი პედაგოგიური და ფსიქოლოგიური განათლება. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწორად წარმოადგინოს ინფორმაცია, ჩაუნერგოს სწავლის უნარი და სურვილი, ასევე მოამზადოს ბავშვი სკოლაში, გიმნაზიაში ან ლიცეუმში შესასვლელად. ის მომთმენია და იცის როგორ მიუდგეს ბავშვს;
ძიძა-გუვერნანტმა იცის ბევრი გასართობი აქტივობა, თამაში, ზღაპარი, ლექსი თუ სიმღერა და საერთოდ არ არის მოსაწყენი ადამიანი.
ეს ის ადამიანია, რომელიც აუცილებლად დასჭირდება იმ მშობლებს, რომლებსაც აინტერესებთ, ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე და სკოლაში პირველი საფეხურებიდანვე მიიღოს ყოვლისმომცველი და ხარისხიანი განათლება, აჩვენოს წარმატება ყველა საქმეში.
ასევე, ძიძა უნდა გახდეს ერთგული მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს ბავშვს, დაეხმაროს მას ახალ გუნდთან ადაპტაციაში, ახსნას ახალი მასალა, დაეხმაროს საშინაო დავალების შესრულებაში. მას შეუძლია დააინტერესოს ბავშვი, გასცდეს სასკოლო განათლების ფარგლებს, დამოუკიდებლად შეისწავლოს დამატებითი მასალები, ენები. მშობლებს შეუიძლიათ, გაატარონ დასვენების/შვებულების დღეები შვილებთან და ასეთ ძიძასთან ერთად მხიარულად და მშვიდად.
მისი პასუხისმგებლობები:
- ყოველდღიური რეჟიმი და გაკვეთილები;
- ბავშვთა ვარჯიშისა და ფიზიკური აღზრდის საფუძვლები;
- ბავშვის სწორი კვების საფუძვლები და პროცესის კონტროლი;
- თანამედროვე ტექნიკის, თამაშებისა და აქტივობების გამოყენება ბავშვის სასკოლო გარემოსთვის მოსამზადებლად;
- ბავშვთა ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის საფუძვლების გააზრება და საერთო ენის გამონახვა;
- ბავშვის განვითარების დონის განსაზღვრისა და თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანა.
გუვერნანტი არის მომთმენი, სანდო, კეთილი, თავაზიანი, ბავშვის ნამდვილი მეგობარი.
გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას!