ძიძა – დაბადებიდან ერთ წლამდე

ძიძა ახალშობილისთვის არის სპეციალისტი, რომლის არჩევაშიც შეცდომის დაშვება არ შეიძლება.
უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა შეთანხმდეთ ძიძის სამუშაო გრაფიკზე და მის პირად პასუხისმგებლობაზე. გნებავთ, რომ თქვენთან ერთად იცხოვროს თუ გრაფიკით მოვიდეს? გსურთ ბავშვის სრულფასოვანი მოვლა დაევალოს, თუ თავად აჭმევთ და დაბანთ ბავშვს?
“ძიძა ახალშობილისთვის” ბავშვზე ზრუნვას სამშობიარო სახლიდანვე იწყებს და მოგვიანებით გადააბარებს მას სხვა სპეციალისტს, კერძოდ “აღმზრდელ ძიძას”, უკვე 1 წლის ასაკიდან, როცა ბავშვს აქტიური განვითარება და აღზრდა სჭირდება.
ახალშობილთა ძიძის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არსებობს. ის უნდა იყოს ინტელექტუალური და მომთმენი, კეთილი და კომპეტენტური. მან იცის, რომ ერთი თვის ბავშვს სჭირდება სითბო და სიყვარული, ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. აუცილებელია ეტაპობრივი განმავითარებელი აქტივობების დანერგვა. 6 თვის ბავშვისთვის უკვე აუცილებელია უფრო გაფართოებული განვითარების პროგრამის გამოყენება. ის ასწავლის პატარას დალევას, ჭამას, ლაპარაკს და აცნობს მას მის გარშემო არსებულ სამყაროს.
მისი პასუხისმგებლობები:
- ყოველდღიური რეჟიმის დაცვა;
- ბავშვის მოვლა, ჰიგიენა, დაბანა;
- საჭმლის მომზადება და კვება გრაფიკის მიხედვით;
- გასეირნება ნებისმიერ ამინდში შესაბამისი წესების დაცვით;
- ბავშვის ნივთების სათანადო მოვლა;
- ბავშვისთვის სამედიცინო პროცედურების, მასაჟის და ტანვარჯიშის ჩატარება საჭიროების შემთხვევაში;
- ბავშის ოთახში სისუფთავის და კომფორტის შენარჩუნება;
- თამაშები ასაკის შესაბამისად;
გაითვალისწინეთ, რომ ძიძას აუცილებელია ქონდეს სამედიცინო დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან!
ეს მნიშვნელოვანია!!