fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

ძიძა დამხმარე/ექთანი

ძიძა დამხმარე/ექთანი-mSobeli

ძიძა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა მათთვის, ვისაც აქვს პედაგოგიური და სამედიცინო განათლება, იცის ფსიქოლოგიის საფუძვლები და იცის, როგორ ფრთხილად და პასუხისმგებლობით მოუაროს და განავითაროს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები.

მის მოვალეობებში შედის:

  • სამედიცინო პროცედურების ჩატარება ექიმის მიერ დადგენილი სქემის მიხედვით;
  • სპეციალური სარეაბილიტაციო პროცედურების ჩატარება;
  • სეირნობა;
  • ჰიგიენური პროცედურები და ნივთების მოვლა;
  • ოთახის დასუფთავება და ჰიგიენის დაცვა;
  • ბავშვის განვითარების თანამედროვე მეთოდების გამოყენება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებში;
  • დახმარება სოციალურ ადაპტაციაში;

დამხმარე/ექთანი ძიძა უნდა იყოს კეთილი, პასუხისმგებელი, მოსიყვარულე, მომთმენი და “რკინის” ნერვებით. ასეთ ძიძას ოქროს ფასი აქვს და მათ არ არჩევენ გაზეთების და  რეკლამების საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ასეთი სანდო ადამიანი მეგობრების მეშვეობით, რეკომენდაციით ან კარგი რეპუტაციის მქონე სააგენტოების დახმარებით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოვლა, აღზრდა და განვითარება დიდ დროს, ძალისხმევასა და ნერვებს მოითხოვს. გარდა ამისა, ყველა მშობელს არ აქვს საკმარისი უნარები მედიცინაში, ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში. ის უნდა განსხვავდებოდეს სხვა ძიძებისგან სპეციფიკური ცოდნით, თვითგანვითარებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით, პატიოსნებით, სიკეთით, ბავშვებისადმი გულწრფელი სიყვარულით; არ ეშინოდა სტრესის; შეძლოს, სწრაფად მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება კრიტიკულ სიტუაციებში;

აყვანამდე აუცილებლად მოიწვიეთ ძიძა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის გასაცნობად, პირადადაც გაეცანით მას. თუ ერთი დეტალი მაინც არ მოგეწონათ ან ეჭვი შეგეპარათ რამეში, მაშინვე დაემშვიდობეთ. თქვენ უნდა ენდოთ დედის ინტუიციას, როდესაც საქმე თქვენს შვილს ეხება.

ძიძის პასუხისმგებლობა განსაკუთრებული ბავშვისთვის:

აუტისტი ბავშვის, ცერებრალური დამბლით ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ძიძის მოვალეობების ჩამონათვალში, გარდა „კლასიკური“ დავალებებისა, არასტანდარტული დავალებების შესრულებაც შედის.

ზოგიერთი მშობელი ასეთი ძიძის პასუხისმგებლობის სიას ამატებს სამზარეულოს საქმეს, სახლის დალაგებას ან/და პროდუქტების შეძენას. გაითვალისწინეთ, რომ ეს დიდი შეცდომაა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის ძიძა ფიზიკურად ვერ შეძლებს ყველაფრის გაკეთებას, ის უნდა იყოს დაკავებული მხოლოდ ბავშვის მოვლით და საჭიროებებით.

ასე რომ თქვენ წინასწარ უნდა შეთანხმდეთ და სწორად გათვალოთ ძიძის შესაძლებლობები. იყავით მადლიერი დახმარებისთვის და ნუ აღიქვამთ ძიძას, როგორც მოსახურეს ბავშვის ავადმყოფობის დროს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *