წესების დადგენა

აკრძალვები, თუ ის ობიექტურია და ბევრი არ არის, სასარგებლოა, რადგან ისინი ასწავლიან ბავშვს მოთმინებას და უწესებენ საზღვრებს.
საზღვრები უნდა იყოს მკაფიო. ეს საშუალებას მისცემს ბავშვს შეხედოს ცხოვრებას თავდაჯერებულად, ნათლად გააცნობიეროს, რომ “დიახ” ნიშნავს “დიახ”-ს და “არა” ნიშნავს “არა“-ს, ყოველგვარი “მაგრამ”-ის გარეშე. მშობლების სიტყვები კი სიმართლეა და კანონი. ამისათვის აუცილებელია, რომ მამა და დედა ერთსულოვანნი იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებებში და ჰქონდეთ საერთო შეხედულება აღზრდის საკითხებზე.
ბუნებრივია, არის სიტუაციები, როდესაც მშობლები არ ეთანხმებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ უნდა შეძლოთ მოლაპარაკება ბავშვის მონაწილეობის გარეშე და მიხვიდეთ ერთ გადაწყვეტილებამდე.
საკამათო სიტუაციების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ მკაცრად განსაზღვრული წესები. ოჯახის ყველა წევრი უნდა იცნობდეს მათ, ისინი არ არის სადავო და არ უნდა არღვევდეს არც ერთი.
აი, მაგაითად:
დასაშვებია | აკრძალულია |
გარკვეული სათამაშოების გარეთ გაიტანა | ნივთების გარეთ გატანა, რაც არ არის განკუთვნილი ამ მიზნით |
ხალიჩაზე თამაში | სათამაშოების სროლა სახლის აივნიდან/ფანჯრიდან |
სპეციალურ სახატავ ფურცლებზე ხატვა | შპალერზე, კედელზე, კარადებზე ხატვა |
ვაზაში ჩალაგებული გარეცხილი ხილის ჭამა | გაურეცხავი ხილის ჭამა |
სათამაშო მოედანზე გართობა უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ | სათამაშო მოედნის დატოვება დაუკითხავად |
და ა.შ. | და ა.შ. |
თითოეულ ოჯახს აქვს წესების საკუთარი სია. ნებისმიერი წესი დროთა განმავლობაში განიხილება და გადაიხედება. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენს შვილს ეზოდან გასვლის უფლება მისცეთ, თუ ის ზუსტად ამბობს, სად მიდის და ვისთან ერთად, ან გაუშვით კინოში და სხვა. თუ ჩნდება მოთხოვნები, რომლებიც სცილდება წესებს, მაშინ მშობლებმა უნდა გაიარონ ერთმანეთთან კონსულტაცია სადაო საკითხების დასარეგულირებლად.
ობიექტური აკრძალვები სასარგებლოა! ის ასწავლის ბავშვს მოთმინებას და დისციპლინას.