fbpx
# Tags
როგორ და სად გავზომოთ ტემპერატურა ჩვილებში?-მშობელი

როგორ და სად გავზომოთ ტემპერატურა ჩვილებში?

სხეულის ტემპერატურა არის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი „მარკერი“, ინდიკატორი იმისა, არის თუ არა ყველა პროცესი ნორმაში და არის თუ არა ანთებითი პროცესები, დაავადებები ან დარღვევები. სხეულის მომატებული ტემპერატურა ხშირად შეიძლება იყოს დაავადების დაწყების სიგნალი, ამიტომ სხეულის ტემპერატურის მნიშვნელობების მონიტორინგი მნიშვნელოვანია და აუცილებელია. ეს განსაკუთრებით ეხება ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს. როგორ გავზომოთ ბავშვებში ტემპერატურა სწორად? მცირეწლოვან […]

ბავშვის ტემპერატურის გაზომვა-მშობელი

ბავშვის ტემპერატურის გაზომვა

ახალშობილის ნორმალური ტემპერატურაა 36,5 – 37,50 C-ია.  ჩვილებში, არასრულყოფილი თერმორეგულაციის გამო, სხეულის ტემპერატურა შეიძლება გასცდეს ნორმალურ საზღვრებს ჰიპოთერმიის ან გადახურების გამო. ჩვეულებრივ, დედები ყოველდღიურად იყენებენ თერმომეტრს ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში. მომავალში, ისინი სწავლობენ საკმაოდ ზუსტად განსაზღვრონ ბავშვის სხეულის ტემპერატურა უბრალოდ ხელის შეხებითაც. ბავშვის სხეულის ტემპერატურა პირის ღრუში ან სწორ ნაწლავში ჩვეულებრივ 0,5 C-ით მეტია, ვიდრე […]

ახალშობილთან ერთად გასეირნება-მშობელი

ახალშობილთან ერთად გასეირნება

ახალშობილთან პირველი გასეირნება ნამდვილი მოვლენაა, განსაკუთრებით „ახალი“ მშობლებისთვის. არსებობს უამრავი კითხვა და შეშფოთება, და განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები პირველი გასეირნებასთან დაკავშირებით. ეს არ აადვილებს გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ იცი, როდის უნდა გაასეირნო ბავშვი პირველად და ამავე დროს გინდა, შეიტანოთ პატარა რიტუალები თქვენი ბავშვის ყოველდღიურ რეჟიმში. არ არსებობს ერთი კონკრეტული რჩევა ამ საკითხზე. გადაწყვეტილების მიღება […]

ბავშვის ჩაბანა-მშობელი

ბავშვის ჩაბანა

იგი დაკავშირებულია შარდვისა და დეფეკაციის შემდეგ ბავშვის დაბანის აუცილებლობასთან. ბიჭებისა და გოგონების ჩაბანის წესები მნიშვნელოვანად განსხვავებულია და ეს ბევრმა მშობელმა არ იცის. ბიჭის დაბანა – დასვრილი საფენების მოხსნისას, გააჩერეთ ის რამდენიმე წუთი – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიჭები ხშირად შარდავენ.  სველი სალფეთქების დახმარებით გაწმინდეთ ბავშვის კანიდან დეფეკაციის ნარჩენები და გადადით ჩაბანის ეტაპზე. ბიჭების ჩაბანა ხდება […]

პირველი ბანაობა-მშობელი

პირველი ბანაობა

პირველი დაბანა დედისთვის მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და სანერვიულოა. მაგრამ ამ პროცედურაში არაფერია რთული. მთავარია მოთმინება და საჭირო აქსესუარების ქონა. მაგალითად, დამხმარე მოწყობილობა, როგორიცაა აბაზანის ჰამაკი, რაც საშუალებას გაძლევთ გაინთავისუფლოთ ხელები. მთელი პროცესი გრძელდება არაუმეტეს 7-10 წუთისა. ამ დროს ნაზად უნდა ჩამოიბანოთ ბავშვის კანის თითოეული ნაკეცები. შამპუნისა და საპნის გამოყენება რეკომენდებულია არაუმეტეს კვირაში ერთხელ. დანარჩენ დღეებში პირველი […]

ბავშვის კანის ნაკეცები-მშობელი

ბავშვის კანის ნაკეცები

ნაკეცების დასამუშავებლად აუცილებელია, პირველ რიგში ბავშვს მოხსნათ საფენი და დაბანოთ ან გაასუფთაოთ გადადუღებულ წყალში დასველებული ბამბით/სველი სალფეთქით, კარგად გაამშრალოთ და წაუსვათ სპეციალური საბავშვო ზეთი ნაკეცებსა და საზარდულის მიდამოში. ბავშვის კანის ნაოჭები მოითხოვს ყველაზე ფრთხილ მოვლას, რადგან სწორედ მათში ჩნდება გამონაყარი, ანუ იქ, სადაც კანი  თბილი და ნოტიოა: იღლიებში, კისრის ქვეშ, საზარდულის არეში, დუნდულებზე. ნაკეცების ტუალეტის […]

თვალების, ყურების და ცხვირის ტუალეტი დაბანის შემდეგ-მშობელი

თვალების, ყურების და ცხვირის ტუალეტი დაბანის შემდეგ

ჩვილის ბანაობის შემდეგ აუცილებელი პროცედურებია ჩასატარებელი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ: თვალების ტუალეტი –  თვალი უნდა დაამუშაოთ გარე კიდიდან შიგნით, ცხვირისკენ, ნაზი მოძრაობებით. თითოეული თვალისთვის ცალკე ბამბის ტამპონით. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის თვალებს, თუ კუთხეებში თეთრი ან მოყვითალი ნადები შენიშნეთ და ბავშვს  ქუთუთოები ეწეპება, მაშინ ეს არის მიზეზი  თვალების უფრო საფუძვლიანი მოვლის. პატარა კონტეინერში ჩაასხით თბილი […]

აბაზანის აქსესუარები-მშობელი

აბაზანის აქსესუარები

ახალშობილის დაბანა მთელი რიტუალია, რომლისთვისაც დედები სპეციალურად წინასწარ ემზადებიან ხოლმე და არც თუ უმიზეზოდ. დასაბანად მთელი რიგი აქსესუარები დაგჭირდებათ, როგორიცაა: არ არის საჭირო აუცილებელი აქსესუარების შეძენაზე თანხის დაზოგვა, რადგან ისინი საშუალებას გაძლევთ, დაიბანოს ბავშვა ცრემლებისა და ახირების გარეშე და გადაიქცეს ბანაობა მის საყვარელ ჩვევად.

ახალშობილის დაბანის ზოგადი წესები-მშობელი

ახალშობილის დაბანის ზოგადი წესები

ახალშობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მისი დაბანა. ეს არ არის მხოლოდ ჰიგიენური აქტი, არამედ ბავშვსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის პროცესია, ასევე გაკაჟების, კუნთოვანი სისტემის განვითარების სტიმულირების, დაძაბულობის მოხსნის, თამაშის და მის გარშემო არსებული სამყაროს შესწავლის პროცესი. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ახალშობილის დაბანა ჩვეულებრივ მეორე დღესვე შეიძლება. აუცილებელია ბავშვის დაბანა ყოველდღე, სასურველია საღამოს გასეირნების შემდეგ, ძილის წინ […]

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაუმკლავდეს ძიძასთან განშორებას?-მშობელი

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაუმკლავდეს ძიძასთან განშორებას?

ძიძა ხშირად ხდება ოჯახის წევრი. როცა ის ტოვებს ოჯახს, ყველასთვის ძალიან ძნელია, მითუმეტეს  ბავშვებისთვის. განსაკუთრებით თუ ეს მოულოდნელად ხდება. როგორ ავუხსნათ ბავშვს, რატომ შეწყვიტა ძიძამ მასთან სიარული და რა დაეხმარება, სტრესის გარეშე გადაიტანონ ეს განშორება? ნუ შიშობთ, რომ ძიძის წასვლა ბავშვს ტრავმას მიაყენებს. ძიძა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ოჯახში, არის ადამიანი, რომელთანაც ბავშვს აქვს […]