fbpx
# Tags
#ბავშვის განვითარება

მზის სხივების სარგებლობისა და ზიანის შესახებ ბავშვებისთვის

მზის სხივების სარგებლობისა და ზიანის შესახებ ბავშვებისთვის-მშობელი

მეტნაკლებად ყველამ იცის მზისა და ულტრაიისფერი სხივების ზომიერი დოზით სარგებლობის შესახებ. ამომავალი მზე გვეხმარება გამოფხიზლებაში. მზის სხივები ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას ახდენს მეტაბოლურ პროცესებზე.

ზომიერად მზის აბაზანები აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ეს არის რაქიტის შესანიშნავი პროფილაქტიკა, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ რეაქციებს და კვებავს კანს. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას კანში შემავალი სპეციალური უჯრედების შიგნით ხდება ვიტამინი D-ს აქტივაცია და მისი გარდაქმნა ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ აქტიურ ფორმაში, რაც ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ შეწოვას და ძვლის ჩონჩხის ზრდას.

მზის სხივებს, გარდა ულტრაიისფერი სპექტრისა, აქვს ინფრაწითელი სპექტრიც. ეს სხივები იწვევს კანის ზედა ფენების გათბობას, აღწევენ სხეულში ორი-სამი სანტიმეტრის სიღრმეზე, რაც ეხმარება მათ აქტიურ ურთიერთქმედებაში კანის ქსოვილებთან და სისხლძარღვებთან. შედეგად ხდება მათი გაფართოება და მომატებული სისხლის მიმოქცევა კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მიდამოში. სისხლის მიმოქცევის გააქტიურების შედეგად ადგილი აქვს კანში მეტაბოლიზმის გააქტიურებას და მისგან თავისუფალი რადიკალების, ჟანგვის პროდუქტებისა და ტოქსინების გამოყოფას. კანი ოფლიანდება და გამოყოფს ტოქსინებს.

ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება, რა თქმა უნდა, საშიშია, რადგან ბავშვებში კანი განსაკუთრებით ნაზი და თხელია და მასში მელანინის წარმოქმნის პროცესები არასრულყოფილია, ამიტომ მზის პირდაპირი ზემოქმედება მათთვის სახიფათოა!

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით ნაკლებად უნდა იყოს ის მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში კანს უფრო კარგი რეგენერაციის უნარი გააჩნია უფროსებთან შედარებით, კანის დამცავი ბუნებრივი ბარიერი მაინც დაბალია. ამიტომ ბავშვების კანი ძალიან მგრძნობიარეა ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო არასრულყოფილია მისი თერმორეგულაცია და ოფლის გამოყოფის პროცესი. ამიტომ მზეზე ადვილად გადახურდებიან ხოლმე, ხოლო ზღვაში ან მდინარეში ბანაობისას კი პირიქით –  გადაცივდებიან.

იმისათვის, რო, ბავშვებმა მზისგან მხოლოდ სარგებელი მიიღონ, აუცილებელია მკაცრი მონიტორინგი მათი მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს.

მზის სხივების ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა უფროსებისთვისაც კი საზიანოა, მის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე 5-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შეიძლება საშიშიც იყოს ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ბავშვების სხეულის სხვადასხვა უბნები განსხვავებულად მგრძნობიარეა: სახე, ფეხები და ხელები, რომლებიც თითქმის ყოველთვის ღიაა, მეტად უძლებს მზის ზემოქმედებას. მაგრამ ზურგი, ბეჭები, მუცელი, მკერდი და კისერი უფრო მგრძნობიარეა, კანი იქ უფრო თხელი და ნაზია, ამიტომ როგორც წესი, პირველად ეს მიდამოები “იწვება” მზეზე.

თავდაპირველად 10-15 წუთიც საკმარისია მზის დამწვრობის მისაღებად. ამიტომ, ძალიან ფრთხილად იყავით ბავშვების სანაპიროზე გაყვანისას.

დამწვრობის გარდა ბავშვს შეიძლება განუვითარდეს გადახურება, მზის დარტყმა, მზის ალერგია.

გაითვალისწინეთ პედიატრების და სპეციალისტების რეკომენდაციები, რომ მზის სხივების ზემოქმედება მხოლოდ სასარგებლო იყოს თქვენი პატარებისთვის!

3 Comments

  1. diyvog
    26th Jun 2025 Reply

    Хочу поделиться полезной информацией.

    Для тех, кто ищет информацию по теме “Помогаем выбрать правильный инструмент для ваших задач. Честные обзоры, сравнения и советы по использованию электро- и ручного инструмента.”, там просто кладезь информации.
    Вот, делюсь ссылкой:

    https://diyworks.ru/category/obzor-instrumentov/
    Надеюсь, будет полезно!

  2. rusvog
    27th Jun 2025 Reply

    Хотите испытать свои силы в походе по Уралу? Эти советы помогут вам правильно собраться в дорогу.

    Хочу выделить материал про Вкус Кавказа: рецепты шашлыка и хачапури.

    Ссылка ниже:

    https://rustrail.ru/kulinarnyj-tur-po-kavkazu-ot-shashlyka-do-hachapuri/

    Счастливого пути и незабываемых впечатлений в походе по Уралу!

  3. rusvog
    01st Jul 2025 Reply

    Возможно, это будет полезно участникам обсуждения:

    Кстати, если вас интересует hotelnews.ru, посмотрите сюда.

    Смотрите сами:

    https://hotelnews.ru

    Жду конструктивной критики.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *