fbpx
# Tags
ღებინება ბავშვებში-მშობელი

ღებინება ბავშვებში

ღებინება არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის შიგთავსი ზეწოლის შედეგად ამოიფრქვევა პირის ღრუდან. ხშირად ახალშობილებში რეგურგიტაცია ერევათ ღებინებაში. რეგურგიტაცია ხშირი მოვლენაა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, როდესაც შიგთავსი მცირე რაოდენობა ამოიფრქვევა კუჭიდან უშუალოდ ჭამის დროს ან მის შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში, ჩვილებში რეგურგიტაცია საშიში არ არის და ასაკთან ერთად ქრება. რაც შეეხება ღებინებას, ის უფრო საგანგაშო სიმპტომია! ღებინების მიზეზი […]

რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს შვილს მუცლის ტკივილი აქვს?-მშობელი

რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს შვილს მუცლის ტკივილი აქვს?

თუ ბავშვს მუცელი სტკივა, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ბავშვს ნორმალური ტემპერატურა აქვს, არ აღებინებს, არ არის ძილიანი და ადექვატურად რეაგირებს. ცხელება მუცლის ტკივილთან ერთად შეშფოთების მიზეზია, რადგან არ გამოგვეპაროს აპენდიციტი. თუ ტემპერატურა არ არის, ბავშვი აქტიურია, თვითონ მივიდა დედასთან და უთხრა, რომ მუცელი სტკივა, ეცადეთ ჩაიხუტოთ და დაამშვიდოთ ბავშვი, გადაიტანოთ მისი ყურადღება სხვა თემაზე.  ეს […]

როდის უნდა შეამციროთ ტემპერატურა თავად-მშობელი

როდის უნდა შეამციროთ ტემპერატურა თავად

ვინაიდან უკვე ვიცით, რომ სამ თვემდე ასაკის ბავშვებში ტემპერატურის ნებისმიერი მატება საჭიროებს პედიატრთან კონსულტაციას, ქვემოთ ვისაუბრებთ ბავშვებზე სამი თვის ასაკიდან. მხოლოდ იმიტომ, რომ ტემპერატურამ გადააჭარბა იდეალურ 36,6°C-ს, არ ნიშნავს, რომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. ტემპერატურის დაწევა საჭიროა თუ არა, დამოკიდებულია არა თერმომეტრზე მოცემულ ციფრებზე, არამედ ბავშვის მდგომარეობაზე. ტემპერატურა შეიძლება გაიზარდოს უბრალოდ ვაქცინაციის შემდეგ ან მზის დარტყმის […]

როგორ შევამციროთ სხეულის ტემპერატურა ბავშვებში-მშობელი

როგორ შევამციროთ სხეულის ტემპერატურა ბავშვებში

სხეულის ტემპერატურის მატება ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა. იმუნური სისტემა იწყებს სხვადასხვა დამცავი ნივთიერების აქტიურ სინთეზს მხოლოდ 38,5°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. ანუ, როდესაც სხეულის ტემპერატურა 38,5°C-ზე მაღლა იწევს, იმუნური სისტემა ცდილობს „ჩაერთოს საქმეში“. არ არის საჭირო მისი გამორთვა! თუ ტემპერატურას დააგდებთ, გამოჯანმრთელების პროცესი უბრალოდ გახანგრძლივდება. ფაქტია, რომ ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც ვერ გადარჩებიან სხეულის მაღალ (39°C-ზე […]

შავი ნადები ბავშვის კბილებზე-მშობელი

შავი ნადები ბავშვის კბილებზე

თუ თქვენი ბავშვის კბილები დაფარულია შავი ნადებით, დაუყოვნებლივ მიმართეთ სტომატოლოგს. კბილის მინანქრის გამუქება შეიძლება იყოს უმნიშვნელო დეფექტის ან სერიოზული პათოლოგიის ნიშანი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. საიდან წარმოიქმნება ეს ნადები? ის შეიძლება გაჩნდეს სარძევე კბილებზე თანდათანობით ან მოულოდნელად. ეს შეიძლება იყოს პატარა ზომის ლაქები, ან სქელი ფენა, რომელიც მთლიანად ფარავს კბილს, ზოლები კბილებს შორის ან ღრძილებთან. […]

სტომატოლოგთან ვიზიტის შიში და მათთან ბრძოლის გზები ბავშებში-მშობელი

სტომატოლოგთან ვიზიტის შიში და მათთან ბრძოლის გზები ბავშვებში

სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი ძალიან საპასუხისმგებლოა ბევშვისთვის იმისთვის, შეეშინდება თუ არა მას მომავალში კბილების დამუშავების. მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს ამ შემთხვევაში. ბავშვი, რომელიც პირველად ეწვევა სტომატოლოგს, არ განიცდის შიშს, რადგან არ იცის, რა ელის ექიმის კაბინეტში. ყველაზე ხშირად, შიში ჩნდება მშობლების არასწორი ქცევის გამო, როდესაც ამზადებენ შვილს სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტისთვის და იწყებენ ბავშვის დამშვიდებას, რაც მასში […]

პირის ღრუს ჰიგიენის თავისებურებები-მშობელი

პირის ღრუს ჰიგიენის თავისებურებები

ძირითადი წესია კბილების გახეხვა დღეში 2-ჯერ: დილით და საღამოს. 10-12 საათის განმავლობაში ბავშვის პირის ღრუში გროვდება დიდი რაოდენობით ბაქტერია, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. სტომატოლოგები გვირჩევენ პირის ღრუს ჰიგიენას ყოველი ჭამის შემდეგ, განსაკუთრებით ტკბილის ან მჟავე საკვების მიღებისას, მაგრამ არა კბილების გახეხვით, არამედ სუფთა წყლის გამოვლებით.  კბილების ხშირმა გახეხვამ შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის დაზიანება – აბრაზია. სტომატოლოგები ხშირად […]

როგორ ამოვიღოთ სარძევე კბილი სახლში-მშობელი

როგორ ამოვიღოთ სარძევე კბილი სახლში

5-6 წლის ასაკში ბავშვის სარძევე კბილები იცვლება მუდმივით. სარძევე კბილების ფესვები იწყებს გაწოვას, ხოლო მზარდი მუდმივი კბილი აწვება ქვემოდან და არყევს მას. ამრიგად, დროებითი კბილი ბუნებრივად ამოვარდება. მაგრამ ზოგჯერ ამ პროცესს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს და კბილი, როგორც იტყვიან, “ძაფზეა ჩამოკიდებული”. ასეთ კბილებს სტომატოლოგები ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით იღებენ, მაგრამ შეგიძლიათ  თავადაც სცადოთ სახლის პირობებში მისი […]

როგორ და სად გავზომოთ ტემპერატურა ჩვილებში?-მშობელი

როგორ და სად გავზომოთ ტემპერატურა ჩვილებში?

სხეულის ტემპერატურა არის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი „მარკერი“, ინდიკატორი იმისა, არის თუ არა ყველა პროცესი ნორმაში და არის თუ არა ანთებითი პროცესები, დაავადებები ან დარღვევები. სხეულის მომატებული ტემპერატურა ხშირად შეიძლება იყოს დაავადების დაწყების სიგნალი, ამიტომ სხეულის ტემპერატურის მნიშვნელობების მონიტორინგი მნიშვნელოვანია და აუცილებელია. ეს განსაკუთრებით ეხება ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს. როგორ გავზომოთ ბავშვებში ტემპერატურა სწორად? მცირეწლოვან […]

ბავშვის ტემპერატურის გაზომვა-მშობელი

ბავშვის ტემპერატურის გაზომვა

ახალშობილის ნორმალური ტემპერატურაა 36,5 – 37,50 C-ია.  ჩვილებში, არასრულყოფილი თერმორეგულაციის გამო, სხეულის ტემპერატურა შეიძლება გასცდეს ნორმალურ საზღვრებს ჰიპოთერმიის ან გადახურების გამო. ჩვეულებრივ, დედები ყოველდღიურად იყენებენ თერმომეტრს ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში. მომავალში, ისინი სწავლობენ საკმაოდ ზუსტად განსაზღვრონ ბავშვის სხეულის ტემპერატურა უბრალოდ ხელის შეხებითაც. ბავშვის სხეულის ტემპერატურა პირის ღრუში ან სწორ ნაწლავში ჩვეულებრივ 0,5 C-ით მეტია, ვიდრე […]