ხუთი მთავარი თვისება, რომელიც მამამ უნდა ჩაუნერგოს ბიჭს
ორივე მშობელი მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში, მაგრამ ამ საკითხში თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი “პასუხისმგებლობის სფერო”. მხოლოდ დედას შეუძლია ასწავლოს ბავშვს ყოველდღიური რუტინული ჩვევები (მაგალითად წინდების ჩაცმა, კოვზით ჭამა, ხელების დაბანა და ა.შ.), მაგრამ ზოგიერთი უნარებისა და თვისებების განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია მამაზე. ვაჟი თავის მომავალს მამაში ხედავს, ის არის მისთვის მოდელი, ვისგანაც შეგნებულად თუ შეუგნებლად აკოპირებს ქცევებს. […]